27.10.2025 16:39
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების ნავის ჩაძირვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მათ ზღვიდან შვიდი მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რადგან უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ნავში.
არსებული ცნობებით, გადარჩენილები სუდანელები არიან.
ეს ოქტომბერში ლესობოსის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის უკვე მეორე შემთხვევაა. ოქტომბრის დასაწყისში ანალოგიური შემთხვევის შედეგად ოთხი მიგრანტი დაიღუპა.
ავტორ(ებ)ი :