,,თუ გვინდა შევინარჩუნოთ მშვიდობა უნგრეთში, არ შეგვიძლია ბრიუსელის დინებას მივყვეთ''- ორბანი 27.10.2025 18:40

თუ გვინდა შევინარჩუნოთ მშვიდობა უნგრეთში, არ შეგვიძლია ბრიუსელის დინებას მივყვეთ, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

„მსოფლიო ნელ-ნელა ეჩვევა ომებს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო კონფლიქტები ერთმანეთის მიყოლებით ღვივდებოდა მთელ მსოფლიოში - კავკასიიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ახლა კი სამი წელია, გვერდით რუსეთ-უკრაინის ომი მძვინვარებს“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „როდესაც მსოფლიო ეჩვევა ომებს, ისინი სულ უფრო საშიში ხდება“.

„ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოში გავრცელებული ომის ციებ-ცხელებისგან შორს დავრჩეთ. ამიტომაც, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, ანტი-საომარ კოალიციას ვაშენებთ“, - დასძინა მან.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ