ჯო ბაიდენი კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს -დონალდ ტრამპი 30.10.2025 21:52

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ციხეში უნდა იყოს.

ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას, რომელშიც საუბარია, რომ დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ 6 იანვრის საქმეზე გამოძიება მტკიცებულებებსა და იურიდიული სიზუსტეებს იყო მოკლებული.

„ის კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს. არაკეთილსინდისიერი და წარუმატებელი. უშნო ადამიანი როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად. მე ის მწარედ დავამარცხე და მიყვარს მისი ფართხალის ყურება", - წერს ტრამპი.

ტრამპის მიერ გაზიარებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ტრამპის წინააღმდეგ ძირითადი მტკიცებულება იყო CNN-ის ინტერვიუს ამონარიდები, რომელიც მიუთითებდა ტრამპის მონაწილეობაზე სავარაუდო შეთქმულებაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ