07.11.2025 15:55
დიდმა ბრიტანეთმა სირიის პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა. ამის შესახებ „როიტერი" წერს.
დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ შარაასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ანას ხატაბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა.
ცნობისთვის, მომდევნო კვირაში აჰმედ ალ შარაა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩადის, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება.
ავტორ(ებ)ი :