თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა მიმდინარეობს 07.11.2025 21:56

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრა მიმდინარეობს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ორბანს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა – აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრას, რაზეც დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ორბანი შესანიშნავი ლიდერია.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ