08.11.2025 17:44
სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მთელი რეგიონის კეთილდღეობას ემსახურება, აზიიდან ევროპამდე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ომმა შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა აზიასა და ევროპაში.
ერდოღანის განცხადებით, ყარაბაღის გათავისუფლება სიამაყის წყაროა თურქული სამყაროსთვის და ყარაბაღში მოპოვებული გამარჯვება ოქროს ასოებით არის ჩაწერილი თურქული სამყაროს ისტორიაში.
„ჩვენ ამ გამარჯვებას არა როგორც დასასრულს, არამედ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზის საფუძვლად აღვიქვამთ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მდგრადი მშვიდობა მიღწეული იქნება. ჩვენ ვაფასებთ ჩემი ძმის, ილჰამ ალიევის გულწრფელ ძალისხმევას მდგრადი მშვიდობის დამყარების მიმართულებით. ასევე, კმაყოფილი ვართ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ამ გზაზე გადადგმული გაბედული ნაბიჯებით. იმედია, ეს ბრწყინვალე გამარჯვება, ორივე ლიდერის კონსტრუქციული დამოკიდებულებით, გამოიწვევს მუდმივ შეთანხმებას, რომელიც გააძლიერებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. ჩვენ, თურქეთი, ჩგავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც ამ მიმართულებით საჭირო იქნება", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :