09.11.2025 11:56
ამერიკამ უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებიდან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა. განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს.
პიტერ სიიარტო ამბობს, რომ ორბანსა და ტრამპს შორის შეთანხმება შედგა, Reuters-ი კი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთისთვის გამონაკლისი ძალაში "მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში" იქნება. ამასთან ერთად, უნგრეთი ენერგორესურსების შესყიდვების დივერსიფიკაციას მოახდენს და დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს.
ავტორ(ებ)ი :