ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამიტი შედგება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს 11.11.2025 23:04

აშშ-სა და რუსეთის ლიდერები ბუდაპეშტში შეხვდებიან, თუმცა სამიტი გადაიდო, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრულ ტელეარხ ATV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ორბანის თქმით, ბუდაპეშტში სამიტი შედგება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს.

„ის, რაც გადაიდო, მაინც მოხდება. უბრალოდ არა მაშინ, როცა ჩვენ გვინდა, არამედ ცოტა მოგვიანებით“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო მოლაპარაკებები“ ტერიტორიულ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო „ჩიხშია”.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპთან ვიზიტის დროს სანქციების შემსუბუქების შესახებ მიღწეული შეთანხმება ძალაშია, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი და ის თანამდებობაზე არიან.

„ჩვენ ხელი ჩამოვართვით. ეს ნიშნავს, რომ ვიდრე ის იქ პრეზიდენტია და მე აქ – პრემიერ-მინისტრი, ასე იქნება“, – განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, მას სანაცვლოდ არაფრის შეთავაზება არ მოუწია.

ამასთან, ორბანმა კატეგორიულად უარყო, რომ უნგრეთი პოლიტიკურად არის დაკავშირებული რუსეთთან.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური კავშირი რუსეთთან. ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირი, ეს იგივე არ არის“, – განაცხადა ორბანმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ