უკრაინაში ოქროს ქოთანი აფეთქდა, ზელენსკისთან დაკავშირებული საომარი მაფიის ქსელი გამოაშკარავდა-ვიქტორ ორბანი 13.11.2025 11:18

უკრაინის კორუფციულ სკანდალს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა და მომხდარს „ოქროს ქვაბის აფეთქება" უწოდა.

მისი თქმით, გამოაშკარავდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებული უკრაინული საომარი მაფიის ქსელი.

„უკრაინაში ოქროს ქოთანი აფეთქდა. პრეზიდენტ ზელენსკისთან დაკავშირებული უკრაინული საომარი მაფიის ქსელი გამოაშკარავდა. ენერგეტიკის მინისტრი უკვე გადადგა და პირველი კლასის ბრალდებულმა უკრაინა დატოვა. ეს არის ის არეულობა, რომელშიც ბრიუსელი ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულის ჩადებას ცდილობს. იმას, რასაც ფრონტის ხაზზე არ ისვრიან, ომის მაფია იპარავს. ეს სიგიჟეა", - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.

ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ უკრაინაში უნგრელი ხალხის ფულს არ გზავნის.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დროა, ბრიუსელმა საბოლოოდ გაიგოს, სად იხარჯება ევროკავშირის სახსრები.

შეგახსენებთ, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციულ პროკურატურა კორუფციულ სქემას იძიებს, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში". გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია საუბრების ჩანაწერები, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს საუბარიც არის.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ