15.11.2025 11:58
რაც მოხდა, ევროპისთვის ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიტანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა მიგრაციის გამო შეიცვალა.
„ვწუხვარ იმის ნახვით, თუ რა მოხდა ევროპაში მიგრაციის კუთხით. უპირველესად, მიგრაციაზე მეფიქრება, ხოლო შემდეგ ცუდ საგადასახადო პოლიტიკაზე. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ევროპა აღარ არის იგივე ადგილი, რაც იყო. ვერ ვიტყვი, რომ მთლიანი ევროპა, მაგრამ თითქმის მთლიანი. არის რამდენიმე ადგილი და ამაზე საერთოდ არ ვისაუბრებ, რადგან ეს ის ლიდერები არიან, რომლებიც სხვა ევროპელ ლიდერებს არ მოსწონთ. თუმცა რაც მოხდა, ევროპისთვის ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :