უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაგრძელების კანონპროექტს ხელი ბოლოჯერ მოვაწერე -კაროლ ნავროცკი 15.11.2025 16:40

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ხელი მოწერა კანონს უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაგრძელების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ბოლო შემთხვევაა.

„მე ხელი მოვაწერე კანონპროექტს, რადგან არ მინდა ვიყო პრეზიდენტი, რომელიც ქაოსს იწვევს, თუმცა აღვნიშნე, რომ უკრაინელებისთვის დახმარების შესახებ ამ კანონპროექტს ბოლოჯერ მოვაწერე ხელი", - განაცხადა ნავროცკიმ.

ამასთან, კაროლ ნავროცკიმ ისაუბრა დახმარების სისტემის მოწესრიგების აუცილებლობაზეც და აღნიშნა რომ უკრაინელებს უნდა ექცეოდნენ ისე , როგორც ნებისმიერ სხვა ეროვნულ უმცირესობას.

26 სექტემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოწერა კანონში შესწორებას, რომლის მიხედვითაც დახმარების მისაღებად უკრაინელი მშობლები უნდა მუშაობდნენ პოლონეთში და მათი შვილები პოლონურ სკოლაში სწავლობდნენ.

დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ყოველთვიურად მინიმუმ 2,333 ზლოტს (მინიმალური ხელფასის 50%-ს) გამოიმუშავებენ.

ასევე შეიზღუდა უკრაინელებისთვის ზოგიერთი სამედიცინო მომსახურება. ამასთან, კანონი საშუალებას აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს, პოლონეთში ლეგალურად 2026 წლის 4 მარტამდე დარჩნენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ