15.11.2025 17:35
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში იმპორტირებულ 200-ზე მეტ საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა.
ბრძანება ეხება ისეთ ძირითად პროდუქტებს როგორიცაა ყავა, ჩაი, საქონლის ხორცი, ბანანი, ფორთოხალი, თხილი და ა.შ.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული პროდუქციის აშშ-ში საკმარისი რაოდენობით წარმოება შეუძლებელია.
აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტარიფებმა შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ფასების გაზრდა გამოიწვიოს, თუმცა, ტრამპის თქმით, აშშ-ში ინფლაცია ფაქტობრივად არ არის"
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელებს მომავალ წელს ტარიფებიდან მიღებული შემოსავლებიდან 2 000 დოლარს გადაუხდის. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ანაზღაურებას მიიღებს ყველა, მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის გარდა.
ავტორი - მარიამ ახალაია
ავტორ(ებ)ი :