,,კორუფციამ შეარყია ნდობა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ''- Politico 21.11.2025 18:04

გამოცემა Politico-ს ცნობით, უკრაინაში მიმდინარე დიდმა კორუფციულმა სკანდალმა ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა.

როგორც გამოცემა წერს, კორუფციამ ასევე შეარყია ნდობა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ.

Politico-ს განმარტებით, სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ 100 მილიონ დოლარიანი სკანდალიდან ზელენსკის ყველაზე მეტად მაინც ის ფაქტი აყენებს ზიანს, რომ ამ სქემაში მისი გარემოცვის ყველაზე ახლო წევრები მონაწილეობდნენ.

ხელისუფლებაში მოსვლისას ზელენსკის ერთ-ერთ მთავარი დაპირება სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ