22.11.2025 14:43
ნიგერიაში კათოლიკურ სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის დროს 200-ზე მეტი მოსწავლე და 12 მასწავლებელი გაიტაცეს.
„ასოშიეითიდ პრესის" ცნობით, ინციდენტი პაპირის დასახლებაში მოხდა.
ნიგერიის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გატაცება შესაძლებელი გახდა, რადგანაც სკოლამ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ხელისუფლების გაფრთხილება არ გაითვალისწინა და გააგრძელა სასწავლო პროცესი.
„სამწუხაროდ, წმინდა მარიამის სკოლამ გააგრძელა სასწავლო პროცესი შტატის მთავრობის ნებართვის გარეშე, რითიც მოსწავლეები და პერსონალი იმ საფრთხეს წინაშე დააყენა, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო", - ნათქვამია განცხადებაში.
პაპირის მცხოვრებლების თქმით, თავდასხმის დროს სკოლას მხოლოდ ადგილობრივი მცველები იცავდნენ, ხოლო პოლიციის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების დანაყოფები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ეს თავდასხმა ბოლო დღეებში რეგიონში მომხდარი ძალადობრივი დანაშაულების სერიის ნაწილია. პაპირის გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე მეზობელ შტატში შეიარაღებულმა პირებმა საშუალო სკოლაზე თავდასხმა განახორციელეს და 25 გოგონა გაიტაცეს.
ცნობისთვის. ნიგერიაში შექმნილმა მდგომარეობამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში ქრისტიანების დევნაზე ისაუბრა. ნიგერიის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.
ავტორ(ებ)ი :