22.11.2025 22:38
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი „სამშვიდობო გეგმა“ არ არის საბოლოო წინადადება.
ამის შესახებ მან თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, არის თუ არა 28-პუნქტიანი გეგმა საბოლოო წინადადება, რასაც უარყოფითად უპასუხა.
„არა. ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ მშვიდობას, ეს უკვე დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. უკრაინის ომი რუსეთთან არასდროს უნდა მომხდარიყო. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს არასდროს მოხდებოდა. ჩვენ ვცდილობთ მის დასრულებას. ასე თუ ისე, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს“, – თქვა ტრამპმა.
ამერიკის ლიდერს ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, თუ რა მოხდება ზელენსკის უარის შემთხვევაში.
ტრამპის თქმით, მაშინ ზელენსკის „შეუძლია, გააგრძელოს ბრძოლა მთელი ძალით.“
ცნობისთვის, მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აქვს გეგმა, მშვიდობის მიღწევის გზა და ზელენსკის ამაზე დათანხმება მოუწევს.
ავტორ(ებ)ი :