,,დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავდაცვის შესაძლებლობა''- სენატორი ლინდსი გრემი 23.11.2025 16:06

დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავდაცვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ტრამპი მშვიდობის მისაღწევად როგორც რუსეთზე, ისე უკრაინაზე განახორციელებს ზეწოლას.

„საბოლოოდ ის უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო მომავალი აგრესიებისგან ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობებით“, – წერს რესპუბლიკელი სენატორი.

მისივე თქმით, ამ ომის დასრულებას მსოფლიო ადევნებს თვალს.

„ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ იმას, თუ როგორც დასრულდება ეს ომი, ყურადღებით აკვირდებიან და ამან არ უნდა უბიძგოს სხვებს მომავალი აგრესიებისკენ“, – წერს გრემი.

მან ასევე განაცხადა, რომ პუტინის რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვები უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდნენ სახლებში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ