,,ალბათ ეს შეხვედრა ყველაზე პროდუქტიული და აზრიანი იყო''- მარკო რუბიო 23.11.2025 22:14

 

 

ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკული მხარის „სამშვიდობო წინადადებებში“ გარკვეული ცვლილებები შევა. იუწყება Sky News.

რუბიომ ჟენევის მოლაპარაკებებს „ყველაზე პროდუქტიული და შინაარსიანი“ უწოდა, თუმცა დასძინა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სამუშაო ვერსია, რომელიც უკვე შეიქმნა ამ პროცესში ჩართული ყველა შესაბამისი მხარის წინადადებების საფუძველზე და ახლა შევძელით ამ საკითხების ნაწილის განხილვა, პუნქტუალურად. ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მან დასძინა, რომ დელეგაციების წარმომადგენლები ამჟამად მუშაობენ „ჩვენთვის მოწოდებულ ზოგიერთ წინადადებაზე“.

„ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს იმ იმედით, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ უთანხმოებებს და მივუახლოვდებით ისეთ რამეს, რაც მისაღები იქნება როგორც უკრაინისთვის, ასევე, ცხადია, შეერთებული შტატებისთვის“, - დასძინა რუბიომ.

რუბიომ დასძინა, რომ ნებისმიერი გეგმა მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანხმობას და რუსეთის პოზიციის გამოხატვას, თუმცა საერთო ჯამში ის ამ გეგმით „კმაყოფილია“.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ