,,რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი''- აშშ-ის სახმელეთო ჯარების პრესსპიკერი 25.11.2025 18:07

 

აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების პრესსპიკერმა, ჯეფრი ტოლბერტმა განაცხადა.

„მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. მოლაპარაკებების დროს მდივანი დრისკოლი მჭიდროდ არის ჩართული თეთრ სახლთან და აშშ-ის სააგენტოთაშორის სტრუქტურებთან", - აღნიშნა არმიის პრესსპიკერმა.

არმიის მდივანი დენ დრისკოლი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრებს მართავს. ოფიციალური პირების ცნობით, დრისკოლი რუსეთის დელეგაციას პირველად აბუ დაბიში 24 ნოემბერს შეხვდა და შეხვედრები დღესაც იმართება. აშშ-ის არმიის სპიკერის თქმით, ის ასევე კონტაქტზეა აბუ დაბიში მყოფ უკრაინელ ოფიციალურ პირებთან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ