ბრიუსელის აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო, 26 ნოემბერს რეისები გაუქმდება 25.11.2025 18:45

 

ბრიუსელის აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო 26 ნოემბერს რეისები გაუქმდება.

კერძოდ, აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ დაგეგმილი 203 შემომავალი რეისიდან გაუქმდება 110 რეისი. ასევე გაუქმებულია გამავალი რეისები.

აეროპორტის პრესსპიკერის განცხადებით, ავიაკომპანიების გადასაწყვეტია, გადაამისამართებენ თუ არა ისინი გაუქმებულ რეისებს.

ბელგიაში დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურისა და სახმელეთო მომსახურების პერსონალი შეუერთდება. მოქალაქეები მთავრობის მიერ დაგეგმილ მკაცრი ეკონომიის ზომებს აპროტესტებენ. მთავრობა ბელგიის სახელმწიფო ვალის შემცირების მიზნით, შრომითი კანონმდებლობის ცვლილებასა და უმუშევრობის შეღავათების შემცირებას, საპენსიო სისტემის რეფორმას გეგმავს.

ბელგიაში საყოველთაო გაფიცვა შეეხება სკოლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ