25.11.2025 19:21
ომის დასრულების შემდეგ, ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა შესაძლოა ფრონტის ხაზიდან მოშორებით მოხდეს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„ჩვენ არასდროს დაგვიგეგმავს წინა ხაზზე ყოფნა, მაგრამ ჩვენ განვათავსებთ „შემაკავებელ ძალებს" ზურგის ობიექტებზე, მაგალითად, კიევსა და ოდესაში, წვრთნების ჩასატარებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ამას სხვა ქვეყნებში ვაკეთებთ", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, „საჰაერო გადაზღვევის ძალა" ასევე შეიძლება განთავსდეს „მეზობელ ქვეყნებში".
„ფრანგები არ უნდა შევაშინოთ. მე ვხედავ ბევრ ადამიანს, ვისაც შეშინება სურს იმის თქმით, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ გავგზავნით ჯარებს. ეს არასწორია", - დასძინა მან.
ავტორ(ებ)ი :