აშშ-ში სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე ქვეყნებიდან-დონალდ ტრამპი 28.11.2025 10:26

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები სამუდამოდ შეაჩერებს მიგრაციას მესამე ქვეყნებიდან.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ასევე შეწყვეტს ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას არამოქალაქეებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურად წინ წავედით, მიგრაციის პოლიტიკამ ბევრისთვის ეს მიღწევები და ცხოვრების პირობები შეარყია. სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე ქვეყნებიდან, რათა აშშ-ის სისტემა სრულად აღდგეს. შევაჩერებ მძინარა ჯო ბაიდენის ნებართვას მილიონობით უკანონო შეშვებასთან დაკავშირებულს, გავაძევებ ყველას, ვისაც არ შეუძლია ჩვენი ქვეყნის სიყვარული. შევაჩერებ ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას არამოქალაქეებისთვის, ჩამოვართმევ მოქალაქეობას მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ქვეყნის შიდა სიმშვიდეს და გავაძევებ ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან. ყველას გილოცავთ მადლიერების დღეს, მათ გარდა, ვისაც სძულს, იპარავს, კლავს და ანადგურებს ყველაფერს, რისთვისაც ამერიკა დგას - თქვენ აქ დიდხანს არ დარჩებით", - წერს დონალდ ტრამპი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ