28.11.2025 13:29
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ მის საცხოვრებელ სახლში ქვეყნის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ჩხრეკას ატარებენ.
„დღეს უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ნამდვილად ატარებენ პროცედურულ მოქმედებებს ჩემს სახლში. გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ ჰქონიათ", - წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, სამართალდამცველებთან თანამშრომლობს და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიცრებს „სახლზე სრული წვდომის უფლება" მისცა.
„ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავებთან თანამშრომლობენ. ჩემი მხრიდან, სრულად ვთანამშრომლობ", - წერს ერმაკი.
როგორც უკრაინული მედია წერს, ამ დროისთვის უცნობია, იმყოფება თუ არა ანდრეი ერმაკი ადგილზე.
უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, რომ სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად ანდრეი ერმაკის სახლში, გამოძიების ფარგლებში, სანქცირებულ ჩხრეკას ატარებენ.
ავტორ(ებ)ი :