02.12.2025 18:49
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში „ცალკე უნდა განიხილებოდეს" და ამ მოლაპარაკებებში ნატოც უნდა ჩაერთოს.
რუტემ მოიწონა აშშ-ის თავდაპირველი სამშვიდობო გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას გამორიცხავდა.
„სადღაციდან ხომ უნდა დავიწყოთ", - აღნიშნა მან.
თუმცა, მშვიდობის პერსპექტივებზე საუბრისას, რუტემ დასძინა:
„ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როდის მივაღწევთ წარმატებას".
გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსია საჭირო, რაც ამჟამად არ არსებობს.
ავტორ(ებ)ი :