,,დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება''- დიმიტრი პესკოვი 07.12.2025 13:46

 

დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ ეს შეიძლება, გახდეს გარანტია ვაშინგტონთან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის.

„ეს შეიძლება, იყოს მოკრძალებული გარანტია იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ, სულ მცირე, კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ჩვენი ერთობლივი მუშაობა უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების პოვნაზე", - აღნიშნა პესკოვმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ