08.12.2025 19:07
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერები ლონდონში, დაუნინგ-სტრიტზე ხვდებიან ერთმანეთს. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა, კერძოდ, აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა" უკრაინისთვის, ასევე, კიევის მხარდაჭერა იქნება.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის სკეპტიკურად არის განწყობილი ამერიკული მხარის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებში ზოგიერთ დეტალებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მომდევნო დღეები შესაძლოა „გადამწყვეტი" იყოს მთელი ევროპისთვის უკრაინასთან დაკავშირებით
„სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგიერთი დეტალის მიმართ, რომელიც ამერიკული მხარისგან მიღებულ დოკუმენტებში ვიხილეთ, მაგრამ ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. სწორედ ამიტომ ვართ აქ", - აღნიშნა მერცმა.
ავტორ(ებ)ი :