POLITICO: ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს 08.12.2025 20:15

 

სამშვიდობო მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინას შორის შეფერხდა ერთი მთავარი საკითხის გამო - როგორ აიძულონ უკრაინა, დათმოს ის, რისი ხელში ჩაგდებაც კრემლმა ვერ შეძლო ომის დროს - დონბასის რეგიონი, - წერს გამოცემა POLITICO ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

"ტერიტორიების საკითხს ამერიკელები მარტივად უდგებიან: რუსეთი უკრაინას ტერიტორიების დათმობას სთხოვს, ამერიკელები კი სულ იმაზე ფიქრობენ, როგორ მოახერხონ ეს", - განუცხადა POLITICO-ს მოლაპარაკებების პროცესში ჩახედულმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.

"ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს... ასე თუ ისე", - დასძინა ოფიციალურმა პირმა.

უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება არსებულ ხაზებზე ომის გაყინვას უნდა გულისხმობდეს. ამჟამად დონბასის დაახლოებით 30 პროცენტი კვლავ უკრაინის ხელშია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ