აშშ-ის ელჩი ნატოში: ტრამპმა იცის, როგორ უნდა მოახდინოს ზეწოლა უკრაინასა და რუსეთზე შეთანხმების მისაღწევად 08.12.2025 23:53

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იცის, თუ როგორ უნდა მოახდინოს ზეწოლა უკრაინასა და რუსეთზე, რათა მხარეებს აიძულოს სამშვიდობო შეთანხმების დადება, - ამის შესახებ ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მეთიუ უიტაკერმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.

„ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ამავდროულად, ეს ორივე მხარეს სჭირდება. პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, როგორ მოახდინოს ზეწოლა რუსებსა და უკრაინელებზე, რათა მათ ამ შეთანხმების დადება და წინსვლის გაგრძელება აიძულოს. და, იცით, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. იმედიანად ვარ განწყობილი", - აღნიშნა მან.

ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ ვაშინგტონი ომის მოგვარებაში პროგრესს აღწევს.

უიტეკერმა ასევე განაცხადა, რომ გარკვეულ მომენტში ტრამპმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სამშვიდობო შეთანხმება შეუძლებელია და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი შეიძლება გამოვიდეს სამშვიდობო პროცესიდან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ