12.12.2025 00:17
ჩვენ გვჭირდება რენესანსი, არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ პრინციპების, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, რომელიც თავის ფესვებს დაუბრუნდება, იქნება ერთა თანამეგობრობა და არა ზეეროვნული ერთეული, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა მხოლოდ ბრიუსელი არ არის და მათ სხვა წევრი ქვეყნების დედაქალაქებსაც უნდა მოუსმინონ.
„ჩვენ გვჭირდება კავშირი, რომელიც პატივს სცემს მრავალფეროვნებას და არა წაშლის მას. კავშირი, სადაც თავისუფლება ნიშნავს არჩევანს ბაზრებზე, მეტყველებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ევროპა, არა გარეშე პირებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დაივიწყეს, რომ ევროპა ევროპაა. ევროპა არ არის ბრიუსელი, ეს არის პრაღა, ვარშავა, ბუდაპეშტი, რომი, პარიზი, მადრიდი. ეს არის მოქალაქეების ხმა, რომელთაც სურთ, რომ მათი ხმა ისმოდეს. ეს არის ერების უფლება, მართონ საკუთარი თავი. ეს არის ოჯახების უფლება, აღზარდონ შვილები იდეოლოგიური ჩარევის გარეშე. ეს არის ინდივიდების უფლება, ისაუბრონ, თაყვანი სცენ და იცხოვრონ არასწორი მოსაზრებების გამო დასჯის შიშის გარეშე",- განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბაბიშის თქმით, ევროკავშირში ცვილებებია საჭირო, რომელიც მას დაყოფის ნაცვლად, გადაარჩენს და ევროპა, რომელიც თავის ხალხს ივიწყებს, მომავალი არ აქვს.
„დაიწყო პატრიოტების ეპოქა. არა იმიტომ, რომ გვინდა ევროპის გაყოფა, არამედ იმიტომ, რომ გვინდა მისი გადარჩენა. ჩვენ გვინდა ევროპა, სადაც თანამშრომლობა ნებაყოფლობითია, სადაც ლიდერობა ნიშნავს ანგარიშვალდებულებას, სადაც პროგრესი დაფუძნებულია რეალობაზე და არა იდეოლოგიურ ფანატიზმზე. გამოწვევები დიდია, მაგრამ საქმე უფრო დიდია. ეს არის თავისუფლების, სუვერენიტეტის, ოჯახის, ჩვენი მომავლის საქმე. ამიტომ, მოდით, ერთად დავდგეთ, როგორც პატრიოტები. ვიბრძოლოთ ევროპისთვის, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ. და არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ევროპა, რომელიც თავის ხალხს ივიწყებს, ევროპაა მომავლის გარეშე", - განაცხადა ანდრეი ბაბიშმა.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტია „ანოს" ლიდერი ანდრეი ბაბიში დანიშნა.
ავტორ(ებ)ი :