რუსეთმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანა-თავდასხმის შედეგად თურქეთის საკუთრებაში არსებული სამი გემი დაზიანდა 13.12.2025 12:51

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესის პორტზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად პორტში მყოფი თურქეთის საკუთრებაში არსებული სამი გემი დაზიანდა. გავრცელებული ცნობით საოკუპაციო ძალამ „კინჟალის" ტიპის რაკეტები გამოიყენა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, იერიშებს არანაირი სამხედრო მიზანი არ ჰქონდა. სამიზნეში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და გემები მოექცნენ.

მომხდარს გამოეხმაურა თურქეთიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ შეტევა ადასტურებს აქამდე გამოთქმულ შეშფოთებას, რომ რეგიონში მიმდინარე ომი ვრცელდება შავ ზღვაზე, ასევე საფრთხეს უქმნის საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ