მარია ზახაროვა ურჩევს ევროკომისიას, რომ ჩვენი პლანეტიდან სადმე გაფრინდეს 13.12.2025 17:56

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ურჩია ევროკომისიას, რომ ჩვენი პლანეტიდან სადმე გაფრინდეს. ასეთი კომენტარი გააკეთა ზახაროვამ ევროპის საგარეო კავშირების სამსახურის რეკომენდაციაზე, რომელიც თავის თანამშრომლებს რუს დიპლომატებთან შეხვედრებს არ ურჩევს. ინფორმაციას rg.ru ავრცელებს.

კერძოდ, ევროპელებს ურჩევენ, რომ თავი აარიდონ ღონისძიებებს, რომლებშიც რუსი დიპლომატები მონაწილეობენ. თუ ევროპელი დიპლომატი ასეთ ღონისძიებაზე მაინც აღმოჩნდა, მან რუს დიპლომატებთან ერთად ფოტოს გადადებისგან თავი უნდა შეიკავოს.

„ფოტოები ყველაფერია, საქმე - არაფერი. ეს ბრიუსელის ახალი დევიზია", - ამბობს ზახაროვა.

„ევროკომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ჩვენი პლანეტიდან გაფრინდეს, ვიდრე აქ რუსები ცხოვრობენ. ჩვენ ამისთვის რაკეტას მივცემდით", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ზახაროვა ამბობს, რომ ევროკომისია ამჟამად სანახევრო ზომებს იღებს და ურჩევს, რომ სჯობს ეს ქვეყნები გაეროდან გავიდნენ, ვიდრე ამ ორგანიზაციის წევრი რუსეთია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ