13.12.2025 18:44
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთელი ღამის განმავლობაში ელექტრო მომარაგების გარეშე იყო დარჩენილი.
როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ატომურ სადგურზე დენის მიწოდება მე-12 შეწყდა, რაც სადგურის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
ამ დროისთვის პრობლემა მოგვარებულია და ატომური ელექტროსადგურის ორი ელექტროგადამცემი ხაზი აღდგენილია.
ავტორ(ებ)ი :