13.12.2025 18:47
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, სირიაში ამერიკელი და სირიელი სამხედროების საერთო კოლონაზე თავდასხმა მოხდა.
მედიის ცნობით, კოლონას ცეცხლი პალმირაში პატრულირების დროს გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილებიც.
„როიტერი" ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის ძალების ორი წევრი დაიჭრა, ხოლო თავდამსხმელი მოკლეს.
წყაროს ცნობით, ამერიკულმა ვერტმფრენებმა დაშავებულები, ერაყის საზღვართან მდებარე ამერიკულ ბაზაზე გადაიყვანეს.
პენტაგონს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ავტორ(ებ)ი :