„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს 14.12.2025 20:47

 

ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე" წერს.

როგორც მედია იუწყება, მათი უმეტესობა ისეთი სახის პიროტექნიკაა, რომელიც მხოლოდ სპეციალისტების მიერ გამოსაყენებლად არის განკუთვნილი. ასევე ამოიღეს 400 ხელნაკეთი ფოერვერკი და 17 ათასი კომპონენტი სიგნალისა და გაზის იარაღებისთვის.

როგორც „დოიჩე ველე" იუწყება, ბოლო წლებში ამ სახის პიროტექნიკა არაერთხელ გამოიყენეს პოლიციელების, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისა და მეხანძრეების წინააღმდეგ. როგორც მედია წერს, ყველაზე ხშირად ასეთი ფოერვერკები პოლონეთსა და ჩეხეთში იყიდება, ხოლო შემდეგ გერმანიაში მანქანით შეაქვთ ან ონლაინ უკვეთავენ. პოლიციის ცნობით, ქვეყანაში შესაძლოა, დაახლოებით 47 ათასი ტონა უკანონო ფოერვერკი იყოს.

„დოიჩე ველე" წერს, რომ გერმანიაში კერძო პირებს მხოლოდ ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრიდან პირველ იანვრამდე აქვთ ფოერვერკის გაშვების უფლება. პიროტექნიკის გაყიდვაც მხოლოდ დეკემბრის ბოლო დღეებშია დაშვებული.

ამასთან, აკრძალვები მოქმედებს საავადმყოფოებთან, ეკლესიებთან, ძველ შენობებთან და გარკვეულ ურბანულ რაიონებში. მედიის ცნობით, გერმანიაში ფოერვერკის სრული აკრძალვის შესახებ პეტიციას უკვე 2,3 მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 59% მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა როგორც „დოიჩე ველე" იუწყება, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო პიროტექნიკის გამოყენების სრული აკრძალვისგან ჯერ თავს იკავებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ