აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინას მოლაპარაკებებზე უთხრეს, რომ ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში დონეცკიდან ძალების გაყვანას უნდა დათანხმდეს – „როიტერი“ 15.12.2025 23:46

 

ბერლინში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინას უთხრეს, რომ რუსეთთან ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში დონეცკის ოლქიდან ძალების გაყვანას უნდა დათანხმდეს, - ამის შესახებ „როიტერი" ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ კიევს მოლაპარაკებების გაგრძელება სურდა, ხოლო მეორე წყარომ აღნიშნა, რომ ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების მისაღწევად ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი დაბრკოლებები.

თავად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტერიტორიული დათმობების საკითხს „მტკივნეული" უწოდა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები კვლავ არსებობს. ამასთან, ზელენსკის თქმით, სჯერა, რომ აშშ კომპრომისის პოვნაში დაეხმარება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ