17.12.2025 23:15
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ევროკავშირის სამიტის წინ აცხადებს, რომ უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გამოყენება „მარტივი ნამდვილად არ არის". ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მელონიმ განაცხადა, რომ იტალია მხარს უჭერს ძალისხმევას, რათა მოსკოვმა თავად აანაზღაუროს უკრაინაში შეჭრის ხარჯები.
თუმცა, მან გააფრთხილა მხარეები, რომ ნებისმიერი მექანიზმი მყარ სამართლებრივ საფუძველს უნდა ემყარებოდეს და ქვეყნები განუსაზღვრელი ფინანსური პასუხისმგებლობის რისკის წინაშე არ უნდა დააყენოს.
„იტალია, რა თქმა უნდა, წმინდად მიიჩნევს პრინციპს, რომლის თანახმადაც უკრაინის აღდგენის ხარჯები უპირველეს ყოვლისა იმ ქვეყანამ უნდა დაფაროს, რომელიც მას თავს დაესხა, თუმცა ამ შედეგს მყარი სამართლებრივი საფუძვლით უნდა მივაღწიოთ", - აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.
მან დასძინა, რომ სურს მეტი სიცხადე რუსული აქტივების გამოყენების შეთავაზებულ გეგმასთან დაკავშირებით.
დეპუტატთა პალატისადმი მიმართვისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის
ავტორ(ებ)ი :