18.12.2025 15:25
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს იმის შესახებ, რომ ქვეყნის მასშტაბით არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის პროცედურის კრიმინალიზაცია მოხდეს.
ამ ინიციატივას 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, მათგან სამი იყო დემოკრატი კანონმდებელი.
ინიციატივა რესპუბლიკელ კანონმდებელს, მარჯორი ტეილორ-გრინს ეკუთვნის.
კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის პროცედურის ჩატარება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება და ათწლიანი თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ამასთან ერთად, ასევე დაისჯებიან მშობლები ან სხვა პირები, რომლებიც არასრულწლოვანს სქესის შეცვლის პროცედურებთან წვდომაში დაეხმარებიან.
ცნობისთვის, აშშ-ის შტატების უმეტესობაში ამჟამად მოქმედი კანონები კრძალავს არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის პროცედურების ჩატარებას.
ავტორ(ებ)ი :