21.12.2025 17:53
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით სანკტ პეტერბუგრს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
დღეს ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ხვალ კი დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურების არაფორმალური სამიტი გაიმართება.
როგორც სომხური მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ავტორ(ებ)ი :