22.12.2025 17:43
წინასწარი შეთანხმების თანახმად, უმაღლეს რადაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს საომარი მდგომარეობის დროს. განხილვა გაიმართება რადას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ურბანული დაგეგმარების შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და ჯგუფის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. "შეხვედრის თარიღი და დრო მალე გამოცხადდება. მოწვეულნი იქნებიან მედიის წარმომადგენლებიც" | წერს არხზე ფრაქცია „ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია.
უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებით რამდენჯერმე გამოვიდა დონალდ ტრამპი. მას უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა არჩევნებისთვის.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, რა დროსაც არჩევნები არ ტარდება.
ავტორ(ებ)ი :