"რუსეთი მზად არის, სამართლებრივად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს''- სერგეი რიაბკოვი 22.12.2025 19:06

"რუსეთს არ აქვს განზრახვა, თავს დაესხას ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებს. რუსეთი არ მისდევს დაპყრობით მიზნებს, რომელსაც მიაწერენ ჩვენს ქვეყანას"-  ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვიმა  სადისკუსიო კლუბ „ვალდაის" ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, "მოსკოვი მზადაა იურიდიულად დაადასტუროს, რომ არ გეგმავს ევროკავშირსა და NATO-ს თავდასხმას"

 

 მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ვაშინგტონი ბირთვული იარაღის გამოცდას განაახლებს, მოსკოვი ანალოგიურად უპასუხებს.

 

 "რუსეთი მზადაა. უზრუნველყოს თავისი ეროვნული უსაფრთხოება, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური კონტრზომებით" - ამბობს ლავროვის მოადგილე და აღნიშნავს, რომ „ევროპული ქვეყნების არაადეკვატური მტრული ქმედებების გამო, აშშ-ის უფრო დაბალანსებული პოლიტიკის პირობებშიც კი, რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკების რისკი კვლავ რჩება" 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ