ტრამპის ადმინისტრაცია 30 კარიერულ დიპლომატს ელჩისა და საელჩოს სხვა მაღალი რანგის პოსტებიდან უკან იწვევს 22.12.2025 22:59

 

ტრამპის ადმინისტრაცია თითქმის 30 კარიერულ დიპლომატს ელჩისა და საელჩოს სხვა მაღალი რანგის პოსტებიდან უკან იწვევს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო The Associated Press-ი აღნიშნავს, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ აშშ-ის დიპლომატიური კურსის გარდაქმნას იმ კადრებით, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრიორიტეტის - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა" - სრულ მხარდამჭერებად მიიჩნევიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ორი ოფიციალური პირის ინფორმაციით, გასულ კვირას, სულ მცირე, 29 ქვეყანაში მისიის ხელმძღვანელებს აცნობეს, რომ მათი უფლებამოსილების ვადა იანვარში დასრულდება.

„ყველა მათგანმა პოსტები ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიკავა, თუმცა გადაურჩა ტრამპის მეორე ვადის პირველ თვეებში დაწყებულ „წმენდას", რომელიც ძირითადად პოლიტიკური ნიშნით დანიშნულ პირებს ეხებოდა", - წერს The Associated Press-ი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ