23.12.2025 15:26
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმის მორიგი მასალები გამოაქვეყნა, რომელიც 11 000-ზე მეტი ფოტოსა და საგამოძიებო დოკუმენტისგან შედგება.
მედიის ცნობით, მასალები 11 000-ზე მეტი სურათისა და საგამოძიებო დოკუმენტისგან შედგება. ამასთან, ფაილებს შორის დაახლოებით 400 ვიდეომასალაა.
მათივე ინფორმაციით, ეს ფაილების ყველაზე დიდი რაოდენობაა რაც კი ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულა.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმის მორიგი მასალები 19 დეკემბერს გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ფოტოებში ფიგურირებენ ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ, მომღერალი მიკ ჯაგერი, მსახიობი კევინ სპეისი, ამერიკელი პოპმომღერალი მაიკლ ჯექსონი, მომღერალი, მსახიობი დაიანა როსი და ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონი.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ავტორ(ებ)ი :