დონალდ ტრამპის ამჟამინდელი კურსის მიუხედავად, ევროკავშირმა ბოლომდე არ უნდა თქვას უარი აშშ-თან თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობაზე-მარკ რუტე 26.12.2025 17:29

დონალდ ტრამპის ამჟამინდელი კურსის მიუხედავად, ევროკავშირმა ბოლომდე უარი არ უნდა თქვას აშშ-თან თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობაზე,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში მოლოდინი აქვთ, რომ ევროპა უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე და უფრო მეტს დახარჯავს თავდაცვაზე,

როგორც რუტე აღნიშნავს, საბოლოო ჯამში, საქმე ეხება ამის შეერთებულ შტატებთან ერთად გაკეთებას.

რუტემ ასევე კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ლიდერის, მანფრედ ვებერის, ინიციატივაზე, რომ ევროპამ უნდა შექმნას ევროპული ნატო, რადგან აღარ შეიძლება აშშ-ს უპირობოდ დაეყრდნონ.

როგორც გერმანულ გაზეთთან საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ვებერის პატივისცემის მიუხედავად, ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს.

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ნატო-ს. ამაში ეჭვი არ მეპარება. როდესაც საუბარი მიდის ევროპასა და ნატო-ზე, ეს უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირი", - განაცხადა რუტემ და მიანიშნა ისეთ ქვეყნებზე, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, კანადა

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ