ჩინეთმა აშშ-ს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო სანქციები დაუწესა 26.12.2025 18:09

 

ჩინეთმა შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციები დააწესა ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება იარაღის მიწოდების შესახებ „ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის". ამის შესახებ „ეხო კავკაზა" იუწყება. 

შეზღუდვები შეეხება აშშ-ის 20 სამხედრო-სამრეწველო კომპანიას და თავდაცვის კორპორაციების 10 მაღალჩინოსან მენეჯერს. სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას და იმ ორგანიზაციებსა და პირებთან თანამშრომლობის აკრძალვას, რომლებიც სიაში არიან შეყვანილები. ფიზიკურ პირებს ასევე ეკრძალებათ ჩინეთში ჩასვლა.

სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 26 დეკემბერს შევიდა ძალაში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის რეკორდული, 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პარტიის გაყიდვა დაამტკიცა -პაკეტში, კერძოდ, შევიდა HIMARS-ის სარაკეტო სისტემები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Altius-ის უპილოტო აპარატები, ჰაუბიცები და სხვა შეიარაღება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ