რუსეთის მიერ ხარკოვში ავტომაგისტრალის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა 26.12.2025 21:17

 

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ავტომაგისტრალის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ასევე, დაიწვა რამდენიმე ავტომობილი.

რუსმა ჯარებმა ხარკოვის რაიონზე მართვადი ავიაბომბებით განახორციელეს დარტყმა. ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსეთმა ხარკოვის თემში სამი მართვადი საჰაერო ბომბი ისროლა. ორი მათგანი ხარკოვის მახლობლად ჩამოვარდა.

დაცემის ადგილი და შედეგები ჯერ კიდევ დგინდება. კიდევ ერთი მართვადი საჰაერო ბომბი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გზას დაეცა. ოფიციალურმა პირის თქმით, იქ არცერთი სამხედრო ობიექტი არ არის და მხოლოდ სამოქალაქო შენობებია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ