28.12.2025 17:43
შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე კვლავ უამინდობაა. ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
თოვლისა და ყინვის გამო, შეფერხებებია საავიაციო და საავტომობილო რეისებზე, გაუქმებული ან გადადებულია ათასობით ფრენა.
ბოლო რამდენიმე საათში, თოვლის სახით 15-დან 25 სანტიმეტრამდე ნალექი მოვიდა, რაც 2022 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ავტორ(ებ)ი :