,,საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ''- სომხეთის ეკონომიკის მინისტრი 28.12.2025 18:03

 

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, გევორკ პაპოიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ ახალი იმპორტი ბაქოდან, არამედ სომხური პროდუქციის ექსპორტიც აზერბაიჯანში, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ამჟამად, საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ. ვფიქრობ, რომ შემდეგი წარმატებული შეთანხმების შესახებ როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი შეგვატყობინებენ", - განაცხადა პაპოიანმა.

მისი თქმით, სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანში ალუმინის, ფოლგის, ხილისა და ბოსტნეულის, ზოგიერთი სახის სასმლის, ასევე სხვადასხვა სახის ტექსტილის პროდუქციის ექსპორტი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ