28.12.2025 19:03
ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება, გადაწყდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.
„ახლა წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დიპლომატური დღეა, და ბევრი რამ შესაძლოა, ახლა წლამდე გადაწყდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ იქნება თუ არა გადაწყვეტილება - დამოკიდებულია პარტნიორებზე. მათზე, ვინც ეხმარება უკრაინას და ზეწოლას ახდენს რუსეთზე, რომ რუსები გრძნობდნენ საკუთარი აგრესიის შედეგებს", - წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, მხოლოდ ამ კვირაში რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 2100 დრონი, 800 საავიაციო რაკეტა და 94 სხვადახვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს.
„ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, სიცოცხლისა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც მის ნორმალურობას უზრუნველყოფს - უპირველეს ყოვლისა ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ", - წერს ზელენსკი.
ავტორ(ებ)ი :