31.12.2025 17:57
ევროპული ქვეყნები მზად არიან უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ პირველ ექვს თვეში 10-დან 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გააგზავნონ. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი დიპლომატიურ წრეებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ევროპული ქვეყნები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ „მსურველთა კოალიციაში", რათა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს თვალი ადევნონ.
„გეგმები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, უკვე მზადაა. ის დიდწილად ბრიუსელთან თანამშრომლობით ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების მიერაა შემუშავებული", - ციტირებს გამოცემა საკუთარ წყაროს.
გარდა ამისა, როგორც წყარო გამოცემას უყვება, ლონდონი და პარიზი მზად არიან განათავსონ საკუთარი ჯარისკაცები გაეროს ან ევროკავშირის მანდატის გარეშე. ორივე ქვეყნისთვის საკმარისი იქნება უკრაინის ოფიციალური მიწვევა.
გამოცემა აგრეთვე აღნიშნავს, რომ ზღვასა და ცაში ზავის მონიტორინგს უკრაინის მეზობელი ქვეყნები უნდა ახდენდნენ. სიაში ფიგურირებს თურქეთი, რომელსაც შავი ზღვის კონტროლი შეუძლია.
ავტორ(ებ)ი :