03.01.2026 21:13
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ამერიკული მსხვილი ნავთობკომპანიები შევლენ.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები - ყველაზე დიდები მსოფლიოში - იქ შევიდნენ, მილიარდობით დოლარი დახარჯონ, შეაკეთონ მძიმედ დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ნავთობის ინფრასტრუქტურა, და დაიწყონ ქვეყნისთვის ფულის გამომუშავება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აშშ მართავს ვენესუელას, ვიდრე უსაფრთხო, სათანადო და გონივრულ გარდამავალი პერიოდი არ განცხორციელდება
„ამიტომ, ჩვენ არ გვინდა, რომ სხვა ვინმე ჩაერიოს და იგივე სიტუაცია შეიქმნას, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა. ახლა უკვე იქ ვართ. ასე რომ, ჩვენ დავრჩებით ვიდრე არ გვექნება მართვა, ფაქტობრივად, ვიდრე სათანადო გადასვლა არ მოხდება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და ვენესუელას შორის „პარტნიორობა" ვენესუელის ხალხს „მდიდარს, დამოუკიდებელსა და უსაფრთხოს" გახდის.
ავტორ(ებ)ი :