05.01.2026 10:47
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ კუბას დიდი პრობლემები აქვს და შეერთებული შტატები არ არის კუბის რეჟიმის მხარდამჭერი.
„არ გეტყვით, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები და როგორი იქნება ჩვენი პოლიტიკა ამ საკითხში, მაგრამ არ ვფიქრობ, საიდუმლო იყოს, რომ ჩვენ არ ვართ კუბის რეჟიმის დიდი მხარდამჭერები, რომელიც, სხვათა შორის, მადუროს მხარს უჭერდა", - განაცხადა რუბიომ „ენბისი ნიუსთან" ინტერვიუში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, კუბელი მაღალჩინოსნები მადუროსთან ერთად ვენესუელაში მისი დაკავებამდე იმყოფებოდნენ.
„სწორედ კუბელები იცავდნენ მადუროს. მას არ იცავდნენ ვენესუელელი მცველები. მას კუბელი მცველები ჰყავდა", - აღნიშნა მარკო რუბიომ.
ავტორ(ებ)ი :